საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სპეციალური ჯილდო მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას Fair Play-ს სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო დაასახელა.

მათ შორის, ფეარ პლეის ლიდერი, ყველაზე პროგრესირებადი და ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა.

ფეარ პლეის რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესით პირველ ადგილს იკავებს. ეს პრიზი უკვე მეორედ მიიღო.

2018/19 წლების საფეხბურთო სეზონის “ფეარ პლეის” რეიტინგში, წინასთან შედარებით, საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესი აქვს. საქართველომ ეს ჯილდო მეორედ მიიღო – პირველად, ეს 2016/17 წლების შედეგების მიხედვით მოხდა.

“ფეარ პლეის” მთავარი ჯილდოს მფლობელი  ფინეთი გახდა. ქცევით გამორჩეული გულშემატკივრის პრიზი ფარერის კუნძულებს გადაეცა. სამივე ფედერაცია (ფინეთი, ფარერები და საქართველო) უეფასგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს.

კომენტარები