საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან დახმარების სახით 4.3 მილიონ ევროს მიიღებს

კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან დახმარების სახით 4.3 მილიონ ევროს მიიღებს.

-„გამოყოფილია 236 მილიონი, რომელიც  ორგანიზაციის წევრ 55 ქვეყანაზე გადანაწილდება.

ეს თანხა “ჰეთ-თრიკის” პროგრამაშია გათვალისწინებული, რომელიც ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაარსდა. მას შემდეგ, ყოველ წელს ხორციელდება. 2024 წლისთვის “ჰეთ-თრიკის” პროგრამით უეფას წევრი ქვეყნებისთვის დახარჯული თანხა 2.6 მილიარდ ევროს გაუტოლდება“, – განაცხადა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა. 

კომენტარები