საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წელს სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა.

ქვეყანაში, აქამდე უპრეცედენტო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან იყო ინიცირებული.

გასულ წელს სახელმწიფოსგან, ფედერაციისთვის 6.7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც მხოლოდ 4.2 მილიონი აითვისეს, დარჩენილი თანხა  ბიუჯეტში დაბრუნდა. დაფინანსება არ შეუწყდება ფეხბურთის განვითარების ფონდს, რითაც საქართველოში საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება.

კომენტარები