საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ამირან ქადაგიშვილი გარდაიცვალა

 – “სამწუხარო ამბავი შევიტყე:
ამირან ქადაგიშვილი – ჩვენი არჩილიჩი გარდაიცვალა 😢
ღირსეულად იცხოვრა, სააკაშვილის რეჟიმის სასტიკ ციხეშიც, უსამართლო სასჯელი ქედმოუხრელად მოიხადა, მაგრამ ისე წავიდა იმქვეყნად, სამართლიანობის აღდგენას ვერ ეღირსა… 🙁
პანაშვიდი გაიმართება 31 იანვარს, 12 საათზე, წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია – აღმაშენებლის ხეივანი)
გამოსვენება 31 იანვარს 2 საათზე, ტაძრიდან.
ნათელში გამყოფოს უფალმა, ნათელო და ღირსეულ ადამიანო!”
 – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია
ამირან ქადაგიშვილს – საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერს – დღეს, 31 იანვარს დაკრძალავენ.
“თვალსაზრისის” რედაქცია მწუხარებაში თანაგრძნობას უცხადებს ქადაგიშვილების ოჯახს.
კომენტარები