საქართველოს, ჩვიდმეტწლამდე, წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან 6:11 დამარცხდა

წყალბურთელთა ჩვიდმეტწლამდე, საქართველოს ნაკრები და ხორვატია ერთმანეთს მეცხრე/მეათე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 11:6 დასრულდა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულა.

ტურნირის ფინალური შეხვედრა 18 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება. ნახევარფინალური დაპირისპირებები 17 აგვისტოს გაიმართება. საუკეთესო ოთხეულში ესპანეთი, უნგრეთი, იტალია და საბერძნეთი არიან.

კომენტარები