საქართველოში აივინფიცირებულთა 37% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოში შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.3 % (3093) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.4 % (4019) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.9 % (991) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (46) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3074 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1147; შემდეგ იმერეთში 998; აჭარაში 949; აფხაზეთში (525); კახეთში (408) ქვემო ქართლში (473); შიდა ქართლში (304); გურიაში (175); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.

2020 წელს გარდაიცვალა 55 აივინფიცირებული. 2019წ – 116, 2018 წ. – 135, 2017 წ. – 127, 2016 წ. – 168, 2015 წ. – 94, 2014 წ. – 84 პირი.

2020 წელს 38 გარდაცვლილთაგან: 45 მამაკაცია და 10 ქალი.

2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, საქართველოში აივინფიცირების 197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები