„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში გამოთქმული საყვედური, ვფიქრობ, უსამართლოა“-ნიკოლოზ სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „360 გრადუსი“ განაცხადა:

-„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში გამოთქმული საყვედური მმართველი პარტიის მისამართით, ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, უსამართლოა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში საუბარია არა კანონმდებლობის შინაარსზე, არამედ პროცედურაზე.

აშშ-ის განცხადების მიუხედავად, ცვლილების მიღება ღირდა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, –  არ იყო საკმარისი დისკუსია ოპოზიციურ პარტიებთან, რაც ასე არ იყო, ოპოზიცია კომიტეტებში იყო წარმოდგენილი. ოპოზიციონერთა დანარჩენ ნაწილს, კომიტეტის სხდომებზე და საპარლამენტო სესიაზე ძალით ვერავის მიიყვანენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დაკავების სხვადასხვა ვადების არსებობა გააუქმა და პარლამენტს დაავალა, რომ ცვლილებები კანონმდებლობაში პირველ ივნისამდე აესახა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, –  არ იყო საკმარისი დისკუსია ოპოზიციურ პარტიებთან, რაც ასე არ იყო. კომიტეტებზე ოპოზიციური პარტიები გუშინაც და გუშინწინაც იყვნენ წარმოდგენილი.

ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ, ისეთ რაღაცებზე დავთანხმდით, რომელიც არ იყო ჩვენთვის მისაღები. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძიმე თემებია ეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო ევროკავშირის და აშშ-ის ერთობლივი პოზიცია; იმის გათვალისწინებით, რომ პოლარიზაცია შეგვემცირებინა ქვეყანაში; იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოგვეყვანა და ეს ხელოვნური კრიზისი დაგვესრულებინა ძალიან მძიმე პირობებზე წავედით. სიმართლე გითხრათ, ეს ოპოზიციონერები არ იმსახურებენ ამას, მაგრამ ქვეყნის, ხალხის გამო წავედით“.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობის თაობაზე განცხადება გაავრცელა.

აშშ-ის საელჩო ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო იმედგაცრუებას გამოხატავს

კომენტარები