„საქართველოში არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია, მათ შორის, მნიშვნელოვანია“ – კომპანია HIP Holding-ის თავმჯდომარე

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი  საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა. უახლოეს პერიოდში  საწარმოს მშენებლობა დაიწყება.

კომპანია HIP Holding-ის თავმჯდომარე ჯეიმს ჰონგი აცხადებს:

– „გლობალ რისაიქლინგი“ გეგმავს არა მარტო გადაამუშაოს პლასტმასის ნარჩენები, არამედ პროდუქციის წარმოებასაც, მისი რეალიზაცია მოახდინოს როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გაიტანოს ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და ამერიკაში.

საქართველოში არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია. მათ შორის, მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან, რა თქმა უნდა, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. მთავრობის, კერძოდ –  ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ხობის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე, ვგეგმავთ პლასტმასის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნის. შემდეგ კი სამრეწველო-ეკონომიკური ზონის განვითარებას, მათ შრის ხელს შევუწყობთ, როგორც ადგილობრივი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვგეგმავთ დავასაქმოთ 18-იდან 65-წლამდე 400-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე. ჩვენ შევთავაზებთ მათ სპეციალურ მომზადებას, სათანადო ანაზღაურებასა და ღირსეულ სამუშაო გარემოს“.

მეორადი პლასტმასის დახარისხებით და გადამუშავებით საწარმო მიიღებს პოლიმერულ გრანულებს, რომელიც შემდგომ სამშენებლო მასალების დასამზადებლად გამოიყენება. პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 400-მდე ადგილობრივს დასაქმებს.

 

კომენტარები