„საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს ისე, რომ ვერ გაიგეს“

-„საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი და ვერ გაიგეს. ჩვენ ასეთ ტესტებს ვატარებდით, როდესაც ვეძებდით ხოლმე ინფიცირებული და უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს. მათ ვიკვლევდით არა მარტო „პისიარ“ დიაგნოსტიკით, არამედ ანტისხეულებზე. გვაქვს დაახლოებით ათამდე დადასტურებული  შემთხვევა. ვიკვლევდით მათ არა მარტო სწრაფი ტესტებით, არამედ ე.წ. ელაიზა მეთოდითაც. ეს უფრო დამაჯერებელი პასუხია, რომ ანტისხეულები არის და ნამდვილად კოვიდურის წინააღმდეგ არის. გერმანული ტესტებია. ასეთი ადამიანები ნამდვილად იყო და,  ასე ვთქვათ თითზე ჩამოსათვლელი. ასევე ტარდება სეროპრევალენტობის კვლევები. უკვე ერთ ხელზე, მაქსიმუმ ორ ხელზე ჩამოსათვლელია დადებითი ნაპოვნი. ასეთი ადამიანები არიან, ოღონდ ძალიან ცოტა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები