საქართველოში, ბავშვებში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი გამოიკვეთა
ბათუმში კონფერენცია მიმდინარეობს, – ბავშვებში ტყვიის შემადგენლობის შემცირება, დღეს არსებული მდგომარეობა და სახელმწიფო სტრატეგია.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ესწრებიან.
-„მულტიინდიკატორული კვლევა ჩატარდა, დასავლეთ საქართველოში ბავშვებში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი გამოიკვეთა.
ტყვია არის მძიმე მეტალი, ადამიანების ჯანმრთელობაზე მოქმედებს. სამწუხაროდ პრობლემასთან გვაქვს საქმე დასავლეთ საქართველოში ტყვიის გავრცელებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბავშვებში.
ტყვია არის მძიმე მეტალი, მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. არის მომატება ქვეყანაში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა აჭარის რეგიონი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი.
დაიწყო სწრაფი რეაგირება, – სახელმწიფო პროგრამის შემუშავება.პ;ირველ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამა მოიცავდა ოჯახებში შესაბამის კვლევებს, შემდეგ გაფართოვდება კვლევის მასშტაბები. იუნისეფმა გვაჩუქა 4 აპარატი, მისი საშუალებით შეიძლება სხვადასხვა ნივთიერებებში ტყვიის კვლევა. აქედან ერთს გადავცემ აჭარის დეპარტამენტს, აჭარაშიც იქნება ამ კვლევების ჩატარების საშუალება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
პირველი კვლევა ეროვნული წარმომადგენლობითი კვლევა იყო და მთლიანად საქართველოზე ვრცელდებოდა. შედეგის მიხედვით, ბავშვების დაახლოებით 41 პროცენტს აქვს მომატებული ტყვიის დონე სისხლში. აქედან დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, განსაკუთრებით აჭარაში, ფაქტობრივად, 70%-ზე მაღალია მაჩვენებელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვების 70 პროცენტს სისხლში მაღალი აქვს ტყვიის მაჩვენებელი.
მთავრობამ კარგი სამუშაო გაწია ამ კუთხით, – 2020 წელს ამოქმედდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, თუ პედიატრი მოითხოვს ბავშვის ტესტირებას ტყვიაზე, ამას სახელმწიფო გააკეთებს უფასოდ. ასევე, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით შეიქმნა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ტყვიისა და სხვა ტოქსიკანტების შემცველობა არ უნდა დაფიქსირდეს საბავშვო ბაღების მშენებლობის დროს. ასევე, ამოქმედდა სათამაშოების ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2020 წლისთვის არის სარეკომენდაციო ხასიათის, შემდეგ გახდება სავალდებულო.