„საქართველოში ბოლო დღეღამეში 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 336–ს მიაღწია. სახლში დარჩენა – გადარჩენის ერთადერთი შანსია“

-„საქართველოში ბოლო დღეღამეში 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 336–ს მიაღწია. რთულია წარმოდგენა, რა ხდება მძიმე ავადმყოფებთან დაკავშირებით და რა პირობებში უწევთ მედიკოსებს მუშაობა. თვენახევარია, რაც სამი შვილი არ მინახავს.

ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. ვინც ახალგაზრდაა, ასე ვთქვათ, ადვილად „გამოძვრა“, ხანშიშესულები კი მიჯაჭვული არიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ადამიანები იხრჩობიან და ამის ყურება ძალიან ძნელია.  ნუ გააკეთებთ ისე, რომ ჩვენც ყველა დავიხოცოთ.

ადამიანები, რომლებსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე არიან შეერთებული.

შეიძლება, საქართველოში,  უბრალოდ, ექიმების დეფიციტი შეიქმნას, რომლებიც ისეც სრული დატვირთვით მუშაობენ და შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.

სახლში დარჩენა – გადარჩენის ერთადერთი შანსია“, – განაცხადა  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბოლო დღეღამეში 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 336–ს მიაღწია.

 

კომენტარები