საქართველოში ბოლო 24 საათში 770 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 770-მა ადამიანმა გაიკეთა.

30 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 45 338 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 6064 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ COVID-19-ის მესამე ტალღის გამო კლინიკების დიდ ნაწილში თავისუფალი ადგილები უკვე აღარ არის.​

კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, დღევანდელი მონაცემებით, 65 844 მსურველია დარეგისტრირებული.

30 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 45 338-მა ადამიანმა გაიკეთა, სრულად ვაქცინირებულია 6064 მოქალაქე.

კომენტარები