„საქართველოში დღეში კორონავირუსზე 1000-ზე მეტი PCR-ტესტი ჩატარდება. ქვეყანა COVID 19-თან ბრძოლაში“ – ეკატერინე ტიკარაძე

-„საქართველოში დღეში კორონავირუსზე 1000-ზე მეტი PCR-ტესტი ჩატარდება. ქვეყანა COVID 19-თან ბრძოლაში ერთ-ერთი ლიდერია, ამიტომ არჩეული მიზნობრივი ტესტირების სტრატეგია ამართლებს.

არ მივიჩნევთ ხარვეზად იმ ფაქტს, რომ ჩვენი ტესტირება არის მიზნობრივი. მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ იმას, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან საუკეთესოდ ხდება იმ ჯაჭვის ამოცნობა, როდესაც ხდება პაციენტის მხრიდან კონტაქტებზე ინფექციის გადაცემა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში საქართველოში უკვე ჩატარდება 1 000-ზე მეტი PCR-ტესტი. ამის საშუალება ქვეყანაში არის“, – განაცხდა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6  გარდაიცვალა.

კომენტარები