-„საქართველოში ვალუტის კურსის რყევები ზომიერი და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია“ – ნათია თურნავა

-„ახალი არ არის ის, რომ საქართველო არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი და მთელი მსოფლიო კრიზისშია შესული. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა და სიმძიმეა. თუ დავაკვირდებით ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას, მიუხედავად ტურიზმის, საგარეო ვაჭრობის და სხვა შეზღუდვებისა, ეს დინამიკა არ არის მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. ვალუტის კურსის რყევები არის ზომიერი. რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ჩვენი მაჩვენებლები პროცენტულად დაბალია. ვფიქრობ, არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ უფრო გაღრმავდეს კრიზისი ლარის კურსთან დაკავშირებით.
ნეგატიური მოლოდინები გავლენას ახდენს ლარის კურსზე, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების პარალელურად,  მოლოდინებიც გაჩნდა, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდებოდა.

შესაძლოა, გაჩნდა გარკვეული მოლოდინები, მათ შორის ბიზნესში, რომ მთავრობა მიმართავს საყოველთაო საკარანტინო ღონისძიებებს, შესაძლოა, მოხდეს ბიზნესის შეზღუდვა. ვიმეორებთ, – საყოველთაო შეზღუდვები არ დაწესდება, ეკონომიკა იმუშავებს, ვფიქრობთ, ეს გაანეიტრალებს ნეგატიურ მოლოდინებს“, – განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

კომენტარები