„საქართველოში ვაქცინა რამდენიმე ადამიანს გაკეთებული აქვს“- გიორგი ჩალაძე

საქართველოში ვაქცინა რამდენიმე ადამიანს გაკეთებული აქვს.

ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ „მთავარ არხთან” განაცხადა.

-„როგორც ვიცი, თბილისში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს. ასეთი ადამიანები არჩევანს არ აჩერებენ ჩინურ ვაქცინაზე ან იგივე, რუსულ “სპუტნიკზე”, ისინი იკეთებენ საუკეთესოს მათგან, რაც მსოფლიოში, დღესდღეობით, არსებობს.” – განაცხადა ჩალაძემ.

კომენტარები