საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

-„საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, სულ ორი-სამი შემთხვევაა. რეინფიცირების შემთხვევები 10-15 შემთხვევა გამოვლინდა.

ეს ძალიან ცოტაა. ეს იმის ერთ-ერთი არგუმენტია, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ჩვენთან ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ, 10 თუ 15 შემთხვევაა.

ზუსტად არ ვიცი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იცის, მაგრამ ათიდან თხუთმეტ შემთხვევაზე მეტი არ არის. ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმისი, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ნახევარზე მეტი ჩვენთან ინგლისური შტამია და რეინფიცირებას სულ ათი თუ თხუთმეტი შემთხვევაა, მეტი არა.

რაც შეეხება, ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებას, ასეთი შემთხვევები არის. ეს მე არ შემისწავლია მაგრამ რაც ვიცი, არის რამდენიმე, ორი თუ სამი შემთხვევა სულ“.

საქართველოში 29 აპრილს გვიან ღამით ჩინური “სინოვაკის” 100 000 დოზა ჩამოვიდა. “სინოფარმზე”  რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. ექსპერტები ამბობენ, რომ “სინოფარმის” ვაქცინას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა, იყენებს, მათი გამოცდილებით, ის სანდო და ეფექტურია.

30 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 45 338 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 6064 ადამიანი.

კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, დღევანდელი მონაცემებით, 65 844 მსურველია დარეგისტრირებული.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.

კომენტარები