„საქართველოში „ინდური შტამის“ გავრცელების…“-ალექსანდრე გოგინავა

-„ჩვენს მეზობელ ქვეყნებში „ინდური შტამის” ეპიდაფეთქება თუ მოხდება, რა თქმა უნდა, შესაძლოა, საქართველოშიც გავრცელდეს, ამ შტამისგან თავდაცვა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

კორონავირუსის ინდური შტამი მსოფლიოს 44 ქვეყანაშია გამოვლენილი. ამ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

WHO ინდურ შტამთან დაკავშირებით, სახელმწიფოებს მეტი ინფორმაციის მოძიებისკენ მოუწოდებს, შესაძლებელი რომ გახდეს იმის გარკვევა, რამდენად სახიფათოა ის.

კორონავირუსის ინდური ვარიანტის სამი ვერსია არსებობს – B.1.617.1, B.1.617.2 და B.1.617.3.

B.1.617 ყველაზე საშიშია, მას „ორმაგ მუტანტსაც” უწოდებენ, შტამმა ორი მუტაცია განიცადა. მუტირებული ვირუსი გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად ეფექტურია ინდური შტამის წინააღმდეგ ვაქცინა.

კომენტარები