„საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა“

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლადო კახაძის ინფორმაციით:

-„საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.მართალია, ახლა წინა ტალღის მსგავსი არ არის, თუმცა მეორე საშიშროება გვემუქრება. ჩვენთან ძირითადად „ბრიტანული შტამი“ მოძრაობს,„ინდური შტამისაგან“ დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. 

ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ, საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ, –  განსაკუთრებით ინდოეთიდან შემოსულ ადამიანებს, 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ, ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს, ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში.

შესაძლოა, ეს უფლებრივ ნაწილში განიხილონ ადამიანებმა, თუმცა უნდა განვსაზღვროთ საშიშროება უფრო მეტია თუ სიკეთე, დისკომფორტი უფრო მეტია თუ პრაგმატული მიდგომა. ამ შემთხვევაში, ყველა შევთანხმდით, რომ ჯობდა თავიდან აგვეცილებინა დიდი გართულება“.

დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე:

-„ინდური შტამი“ ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა“ 

კომენტარები