საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა.

ახალი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე stopcov.ge.-ზეა განთავსებული.

-„მათი მდგომარეობა სტაბილურია. დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაემატა სამი ახალი ინფიცირებული. ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებული. ეს სრულიად ახალი ინფორმაციაა, მათი ეპიდ ანამნეზის შესახებ ვერაფერს ვიტყვით, არ ვიცით რომელი კლასტერიდან არის, ახალი შემთხვევაა, თუ არა. ჩვენს კლინიკაში მოთავსებული 31 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. არის მსუბუქი, საშუალო, მძიმე შემთხვევები, მაგრამ ყველა სტაბილურად არის. ერთ-ერთი ქალბატონი 86 წლის გახლავთ. მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. ჯერჯერობით, ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას და ვცდილობთ ყველანაირად, რომ ყველაფერი დამთავრდეს კარგად“,– განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული 1, კარანტინის რეჟიმში 1575 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 275.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.  დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა, სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით

გადავადდა.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვის მიზეზი კორონავირუსის

გავრცელების პრევენციული ღონისძიებებია.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება, როგორც თბილისს, ისე რეგიონებსა და

საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებს ეხება.

ყველა სავაჭრო ობიექტი, ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი და საფოსტო გზავნილების ქსელებისა, და საბანკო განყოფილებებისა, დაიხურა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კრონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს  ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის

საფრთხე რეალური გახდა.

 

კომენტარები