საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-8 პაციენტი გარდაიცვალა

საქართელოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

-„გარდაცვლილი 71 წლის ქალბატონი იყო. ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა. მათ შორის, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, გამოხატული ჰქონდა რესპირაციული დისტრესინდრომი, ფილტვების ორმხრივი ანთება მძიმე ფორმით, ასევე განვითარდა ვირუსული მიოკარდიტი. ის მარნეულიდან იყო“, – განაცხადა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.

582 ინფიცირებულიდან 207 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.

კარანტინში 5152 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 551.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები