საქართველოში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა რვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 958 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 838-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3 903 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები