საქართველოში, კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო?

-„უკვე არის ასეთი ტენდენცია, – კორონას მეორე ტალღა იქნება, პრინციპში, თითქოს, დაიწყო კიდეც, – ინფიცირებულების რაოდენობა შემცირებული იყო, ახლა იმატებს, მაგრამ, ვფიქრობ, დრამატულად და რთულად არ განვითარდება მოვლენები. დღეს კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, 17 პაციენტი გარდაიცვალა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები