საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით:

-„ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან ერთი გაჩიანის კლასტერიდანაა, სამი იმპორტირებულია, ერთი დადასტურებული შემთხვევასთან კონტაქტია, ერთზე ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

შემოტანილ შემთხვევათაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 177 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 955-ს შეადგენს.

გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6969, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 285 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე“.

კომენტარები