საქართველოში, კორონავირუსით, დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 67 წლის კაცი გარდაიცვალა, ის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, კომატოზურ მდგომარეობაში.

კლინიკაში შესვლისას პაციენტის დიაგნოზი იყო: ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა.

ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში პაციენტს ჰემორაგიული ინსულტი ჰქონდა გადატანილი.

მანამდე ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 80 წლის ქალი გარდაიცვალა.

საქართველოში, დღე-ღამეში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

137 აჭარაში, თბილისში 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, იმერეთში 26, გურიაში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

-„გამოჯანმრთელებულების რიცხვი 40-ით გაიზარდა, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 50%-ზე ცოტა ნაკლებია“, – განაცხადა  თბილისის ინფექციური  საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები