საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 78-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 11 271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 119​-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გა ოვლინდა ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები