საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – „არსებული შტამისგან განასხვავებს მაღალი გადამდებობა“

-„საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა.  ახალ შტამზე გამოიკვლიეს ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში  ახალი შტამი დადასტურდა.

ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, თავს კარგად გრძნობს, იზოლაციაშია.  მიმდინარეობს მისი კონტაქტის ბიოლოგიური მასალის კვლევაც. ახალი შტამით ინფიცირებული პირი ბრიტანეთში არ ყოფილა.
 კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია. ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, მაგრამ  არსებული შტამისგან განასხვავებს მაღალი გადამდებობა, ამიტომ, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
კომენტარები