საქართველოში მზის სამი ელექტროსადგური აშენდება

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მზის ელექტროსადგურის სამ პროექტზე მუშაობს. სამივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. საუბარია 5-, 25- და 50-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებზე.

მზის ელექტროსადგურების მშენებლობა საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში იგეგმება. პირველი ელექტროსადგურის პროექტი საგარეჯოს რაიონში – უდაბნოში განხორციელდება. მასში ჩადებული ინვესტიცია 3-3.5 მილიონი დოლარი იქნება.

კომენტარები