საქართველოში მყოფმა რუსმა ტუ­რის­ტიებმა ბი­ლე­თე­ბი არ გა­დაც­ვა­ლეს

როგორც ჟურ­ნა­ლის­ტებს რუ­სე­თის ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრმა ევ­გე­ნი დიტ­რიხ­მა გა­ნუ­ცხა­და, საქართველოში მყოფი 54 ათა­სი რუსი ტუ­რის­ტი­დან 8 ივ­ლი­სამ­დე ბი­ლე­თე­ბი 4,5 ათას­მა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქემ არ გა­დაც­ვა­ლა.

„ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა სხვა სა­ხე­ო­ბის ტრან­სპორ­ტით გა­და­წყვი­ტეს. ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, 8 ივ­ლი­სის­თვის და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვამ­ზა­დებთ და­მა­ტე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბებს, რათა გა­ვიყ­ვა­ნოთ ისი­ნი, ვინც რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას გა­და­წყვეტს ამ პე­რი­ოდ­ში.რუ­სე­თის ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან გაყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტი­დან კი არა, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ავი­აკ­ვან­ძე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით იგეგ­მე­ბა.სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­მი­მოს­ვლის აკ­რძალ­ვის გამო, რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 მი­ლი­არ­დი რუბ­ლით იზა­რა­ლე­ბენ“, – გა­ნა­ცხა­და მან.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის 21 ივ­ნი­სის გან­კარ­გუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­მი­მოს­ვლა იკ­რძა­ლე­ბა.

კომენტარები