საქართველოში, პირველი. ქართული ელექტრომობილის გამოშვება 2022 წლისთვის გადაიდო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოში პირველი ელექტრომობილის წარმოების თარიღმა 2022 წლისთვის გადაიწია.

-„წარმოება დაწყებული არ არის, გარკვეული სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული აქვთ, ნებართვაზეც მუშაობდნენ, ტექნოლოგიური ხაზიც აქვთ შერჩეული. წინ არიან წასული, მაგრამ ჩამორჩებიან კალენდარს და იმ ვალდებულებებს, რაც გაწერილი იყო. ეს არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც კოვიდის გამო ჩამორჩა. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს. თუ საჭირო იქნება, დამატებით დროსაც მივცემთ.

ჩვენთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქუთაისი რომ განმტკიცდეს, როგორც ინდუსტრიული ცენტრი.  მხარში დავუდგებით ინვესტორს,  ეს ამოცანა რომ შეასრულოს.

სავარაუდოდ, ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანაში წარმოების პროცესი მომავალ წელს მოხდება. ჩემი ვარაუდით, სულ მცირე 12 თვე დასჭირდება, დაველოდოთ, რას იტყვის კომაპნია,-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ელექტრომობილების მწარმოებელი პირველი ქარხანა ქუთაისში აშენდება.

კომენტარები