„საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით:

„2020 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. მიმდინარე წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 206.1 ლარი იყო, აპრილში  ეს მაჩვენებელი 199.6 ლარზე დაფიქსირდა.

მარტთან შედარებით აპრილში 5.8 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 176.8 ლარს შეადგენს. 10 ლარითა და 90 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 334.8 ლარზე დაფიქსირდა.

საარსებო მინიმუმი, სულადობის მიხედვით, მარტში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 176.8 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 282.8 ლარით, სამსულიანი – 318.2 ლარით, ოთხსულიანი – 353.6 ლარი, ხუთსულიანი – 397.8 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 470.2 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

კომენტარები