საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 968.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 968.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტი 1 775.4 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ დოლარი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის მოხვდა დაუმუშავებელი ოქრო, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით.

ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეებში 32 857.5 ათასი დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 39 996.2 ათასი დოლარი იყო.

კომენტარები