საქართველოში საშუალო ხელფასი 1 283.5 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

საქსტატის ბოლო მონაცმებით, საქართველოში 2021 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 283.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 56.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1018,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 61.0 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 341.9 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 474.5 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 061.9 ლარი.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება თბილისშია და ის 1 388.5 ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც საშუალო ხელფასი 1 224.3 ლარია. შემდეგ მოდის: მცხეთა-მთიანეთი –  1 197.3 ლარი; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 062.3 ლარი; იმერეთი – 1 045.1 ლარი; აჭარა – 1 040.4

2021 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი – კაცი.

კომენტარები