„საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, შესაძლოა, გაიზარდოს“

-„იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს თავისი მუშაობა ამისთვის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ მას ჰქონდეს მარაგი, მაგალითად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის მარაგი. 100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ეს მხოლოდ ჩვენთან არ არის ასე, მსოფლიო პრობლემაა.  ერთი პაციენტის, მაგალითად, პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი.

რამდენი პროცენტით, შეიძლება, გაიზარდოს სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, ეს განსჯის საკითხია. ამას ექსპერტთა საბჭოს შეკრება სჭირდება.

დღესდღეობით ერთიანი მიღებული ფასი, რომლითაც ყველა კლინიკა მუშაობს, არ არსებობს. ზოგი მაღალი, ზოგი საშუალო, ზოგი დაბალი ფასებით მუშაობ. იგივე ფასითაც რომ დატოვო ყველაფერი, მხოლოდ ეკიპირება აძვირებს.

ვაპირებთ, განცხადებით მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს. არ ვიცი, პასუხი როგორი იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული დიდი რაოდენობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიდან რაღაც სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც გადაეცემა“, – განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა.

კომენტარები