საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი, 33,510 ადამიანი სომხეთიდან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, 2021 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოს 329,825 ტურისტი ეწვია.

გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 94.3%-ით გაიზარდა.

ევროპელი ტურისტების წილი 264,752-ს შეადგენს.

საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი, 33,510 ადამიანი სომხეთიდან ჩამოვიდა, რუსეთი – 28,880 ტურისტი, აზერბაიჯანი – 22,305,  უკრაინა – 22,270.

კომენტარები