„საქართველოში შეთახმების შედეგად შეიქმნა ახალი საარჩევნო სისტემა, – უზრუნველყოფს მეტად სანდო და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას“ – ჟოზეფ ბორელი

ევროპარლამენტში, საქართველის შესახებ დებატები გაიმართა.

-„მარტის თვეში პოლიტიკურმა პარტიებმა ევროკავშირის დელეგაციის შუამავლობით ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთახმების შედეგად შეიქმნა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მეტად სანდო, ინკლუზიური და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.

საქართველო ევროკავშირის ახლო პარტნიორია და ქვეყნას ევროკავშირთან ხელმოწერილი აქვს ამბიციური ასოცირების შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად.

ევროკავშირთან გაფორმებული ეს შეთანხმებები ეფუძნება ერთიან ღირებულებებს და პასუხიმგებლობას. ჩვენი ურთიერთობა ვითარდებოდა დაწყებული ადამიანის უფლებებით და უსაფრთხოების სფეროში აკადემიური გაცვლითი პროგრამებისა და „ერასმუს +”-ის პროგრამების ჩათვლით. ჩვენი ნორმები და სტანდარტები ეტაპობრივად ერთმანეთს უახლოვდება, ეს მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებს. ჩვენ კვლავაც ველოდებით საქართველოსთან თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის გაღრმავებას. ველოდებით საქართველოსთან თანამშრომლობას, რომ შევათანხმოთ ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი 2020 წლის შემდეგ. მაგალითად, უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენებასთან საბრძოლველად ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცება.

დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირისა და საქართველოს მრავალმხრივ ურთიერთოებებში გაუმჯობესებულ ხედვას შეიმუშავებს.

ევროკავშირის სოლიდარობა COVID-19 ის გამო გამოწვეულ სოციალურ- ეკონომიკური შედეგების დასაძლევად მტკიცეა. საუბარია საქართველოს დასახმარებლად ორმხრივი ფონდების სახით 180 მილიონ ევროზე და 150 მილიონი ევროს მაკროფინანსურ დახმარებაზე, ეს დამოკიდებულია მიღწეულ პროგრესზე. გადავხედოთ საქართველოს შიდა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. სამ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, – საარჩევნო კონტექსტი, სასამართლო რეფორმა და კონფლიქტები. ოქტომბერი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თვეა.

ახლა ჩვენ ველოდებით ამ ახალი კანონმდებლობის ეფექტურ იმპლემენტაციას და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვას.

საქართველოს პარლამენტმა მართლმსაჯულების სექტორში მნიშვნელოვანია გადახედოს უზენაესის მოსამართლეების არჩევის წესს, ეს ძირს უთხრის გამჭვირვალე, ნამდვილ დამსახურებებზე დაფუძნებული ნომინაციის პროცესს, რაც ანგარიშშია ასახული. მართლმსაჯულებაში ეთიკისა და ხელშეუხებლობის უმაღლესი სტანდარტის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის მტკიცე და უცვლელი ერთგულება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვეთანხმები ევროპარლამენტარებს, – განგრძობადი ბორდერიზაცია არის სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ჩორჩანა-წნელისთან უსაფთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესება. მე ასევე უკიდურესად შეშფოთებული ვარ გადასასვლელი პუნქტების დახურვით, რაც ართულებს მკურნალობას, კონტაქტებს და საარსებო წყაროებზე წვდომას. მუდმივად ვუმეორებთ ჩვენს შეშფოთებას რუსეთს ორმხრივ ან მრავალმხრივ ფორმატეებში და ასე გავაგრძელებთ საქართველოს სტაბილურობისთვის, რომელიც იმსახურებს ყველა მეზობელთან მშვიდობიან საზღვრებს“, – განაცხადა  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

კომენტარები