„საქართველოში ჩვეულებრივ რომ გავრცელებულიყო ინფექცია, როგორც შვედეთში, მიგვეშვა მისი გავრცელება, ფატალური შედეგი ასჯერ კი არა, ორასჯერ“ – პაატა იმნაძე

-„დაავადებათა კონტროლის ცენტრისა  და სახელმწიფოს რეგულაციები მიმართული იყო მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისკენ და არა ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად.

ჩვენ ხომ საქართველოს ვერ ვაქცევდით ექსპერიმენტულ ველად, რომ შემდეგ დაგვეთვალა, რა მოხდებოდა ქვეყანაში? ეს გააკეთა ზოგიერთმა ქვეყანამ, გათვალა ეს, სხვათა შორის, ბევრი ახსენებს შვედეთს, შემდეგ აღარ ამბობენ შვედეთის მონაცემების შედარებას თავის მეზობელ ქვეყნებთან, ასევე სკანდინავიურ ქვეყნებთან.

არავინ ახსენებს ბელარუსს, როდესაც შვედეთს ახსენებენ, რადგან ბელარუსი კიდევ უფრო შორს წავიდა შვედეთთან შედარებით,  დიდი თავყრილობები საერთოდ არ აუკრძალია. ახლა შვედეთის შედარება საქართველოსთან, 50 პროცენტზე მეტი შვედი მარტო ცხოვრობს, ცალკე ცხოვრობს ბინებში, მათ არ სჭირდებათ კარანტინი, ისედაც იცავენ სოციალურ დისტანციას, ეს მათი ცხოვრების წესია.

მთავარი იყო,  ჩვენ უნდა შეგვეკავებინა ინფექციის გავრცელება, როდესაც მსოფლიოში არ არსებობდა არაფერი სპეციფიური, უნდა დავლოდებოდით, რა მოხდებოდა სხვა ქვეყნებში, რომ მათ მაგალითზე ჩვენ მოვმზადებულიყავით და დავლოდებოდით, ამიტომ იყო ყველა შეზღუდვა ჩვენთან.

საქართველოში მკაცრი შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, ძალიან ცუდი შედეგები იყო მოსალოდნელი.

როდესაც შემდეგ ლაპარაკია ჩვენთან, სულ ამდენი ადამიანი გარდაიცვალა და ამის გულისთვის ქვეყანა გააჩერეთ? კი მაგრამ, ეს ქვეყანა რომ არ ყოფილიყო ასეთი შეზღუდვების პირობებში, ხომ გამოქვეყნებულია, რა იყო მოსალოდნელი ქვეყანაში.

ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია,  ძალიან პესიმისტური პროგნოზები, დაავადების გავრცელების შემთხვევაში, ქვეყანაში რა მოხდებოდა. ეს ხომ ძალიან ავტორიტეტულმა ქართულმა ფონდმა გამოაქვეყნა, რა იყო მოსალოდენლი ამ ქვეყანაში ჩვეულებრივ რომ გავრცელებულიყო ეს ინფექცია, როგორც შვედეთში, რომ მიგვეშვა მისი გავრცელება, მოხდებოდა ის, რაც დღეს გვაქვს ფატალური შედეგი, იქნებოდა ასჯერ კი არა, ორასჯერ მეტი. ეს არის რეალობა, რომელიც გამოქვეყნებულია და ახლა ყველას დაავიწყდა ეს ციფრები. ყველაფერი ნელ-ნელა გაიხსნება, კომენდანტის საათიც მოიხსნება, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება სიფრთხილის ფონზე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ონლაინ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები