საქართველოში 116 აივინფიცირებული ბავშვია გამოვლენილი, მათგან 27 გარდაიცვალა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა.

2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, საქართველოში აივინფიცირების 197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 214 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8299 აივინფიცირებული პირი. მათ შორის 6196 მამაკაცია და 2103 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1690 გარდაიცვალა.

30 აპრილის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5200 (4614 + 586 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 აფხაზი ბავშვი) – ბავშვია.

კომენტარები