საქართველოში 58 კრიტიკულად მძიმე პაციენტია – კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა

-„მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 518 კოვიდინფიცირებულიდან 58 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

4 518 შემთხვევიდან 58 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათგან რვა ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. ინფექციურ საავადმყოფოში 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ერთის კრიტიკულია, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებული არის და პროგნოზი კეთილსაიმედოა“, – განაცხადათბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, ორი აჭარაში, 0  70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალბატონი, თანმხლები დაავადებებით, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. 88 წლის ქალბატონი, თერჯოლაში გარდაიცვალა, ერთი თბილისში, 83 წლის.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან  აჭარაში  259 შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში – 111, იმერეთში – 91, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 25 , გურიაში – 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა – მთიანეთში – 5-5, შიდა ქართლსა და კახეთში 2-2.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5655 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები