„საქართველოში PCR-ტესტებების მხრივ რეკორდი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით 12 ლაბორატორიაში 1 096“ – ამირან გამყრელიძე

-„საქართველოში PCR-ტესტებების მხრივ რეკორდი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით 12 ლაბორატორიაში 1 096 პაციენტის ნიმუში გამოიკვლიეს. ტესტირებულთა რაოდენობის ზრდა საკარანტინო ზომების შემსუბუქებასთან არის დაკავშირებული.

დღეს გვქონდა ჩვენ პიკი. ერთ დღეში 1 096 ტესტი ჩატარდა 12 ლაბორატორიაში. 5-დან ავედით უკვე 12 ლაბორატორიამდე მთელი საქართველოს მასშტაბით. იქითა კვირიდან კიდევ სამის დამატებაა გათვალისწინებული.  გვინდა, რომ სადღაც მაისის 15-მდე დაახლოებით დღიურად 1 500-დან 1 700-მდე კვლევა ვაწარმოოთ. მაისის 15-დან შემდეგომ, უკვე მეორე ეტაპზე ვაპირებთ 2 000-დან 2 500 კვლევამდე ასვლას. ეს აუცილებელია. როდესაც ხდება შემსუბუქება ე.წ. შეზღუდვითი ღონისძიებების, აუცილებელია, რომ უფრო ფართომასშტაბიანი და ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR-კვლევებზე და მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სისტემის და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6  გარდაიცვალა.

კომენტარები