„საქართველო ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მიჰყვება – ევროპაში ლოკდაუნების რაოდენობა იზრდება“ – გიორგი გახარია

მთავრობის სხდომა გაიმართა.

-„საქართველო ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მიჰყვება, თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული. ჩვენ ვხედავთ, ევროპაში ლოკდაუნების რაოდენობა, ისევე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მსგავსი მასობრივი განვითარების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

კომენტარები