„საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა იქნება“– თენგიზ ცერცვაძე

-„კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი პრეპარატი „რემდესევირი” და მონო-კლონური ანტისხეულები ოქტომბრის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს.  მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ მათი გარანტირებული ეფექტურობა დამტკიცებული არ არის, ისინი ვირუსთან ბრძოლის ყველაზე იმედისმომცემ საშუალებად რჩებიან.

„რემდესევირის” გამოყენების შედეგად კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდება.

საქართველო 2-3 კვირაში იქნება ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტს “რემდისივირს“. მონოპოლური ანტისხეულები კოვიდსაწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია, მისი დანიშნულებაა,  ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს. საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, ეს დიდი პრივილეგიაა, რომ ყოფილიყო ამ მონოპოლური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებში. მიმდინარეობს ონლაინ ტრენინგები, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს მონოპოლური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან”-განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან  აჭარაში  259 შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში – 111, იმერეთში – 91, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 25 , გურიაში – 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა – მთიანეთში – 5-5, შიდა ქართლსა და კახეთში 2-2.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5655 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები