საქართველო-ბელარუსის მატჩს გულშემატკივრები შეძენილი ბილეთებით დაესწრებიან – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიმართვას ავრცელებს:

„საქართველო – ბელარუსის 26 მარტის მატჩზე დასასწრები ბილეთების მქონე ადამიანებს, შეუძლიათ შეინარჩუნონ ბილეთები და კონკრეტული თარიღის დანიშვნის შემდეგ, არსებული ბილეთით დაესწრონ მატჩს.

ბილეთების უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ TKT.GE-ს თანხის ასანაზღაურებლად.

აღნიშნული მატჩის გადადების შესახებ გადაწყვეტილება უეფამ დღეს გამართულ ვიდეო კონფერენციაზე მიიღო, რომელშიც უეფას წევრი 55-ვე ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველო-ბელარუსის მატჩი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება“.

კომენტარები