„საქართველო – ბუნებრივი ბრილიანტი“

სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა „თრეველერი“ აქვეყნებს, -„საქართველო – ბუნებრივი ბრილიანტი“.

„საქართველოს მთები, ტაძრები და აქტიური დედაქალაქი ამ ქვეყანაში ვიზიტს დამალული ძვირფასი ქვასავით მიმზიდველს ხდის.

თბილისი არის სტილების ნაზავი, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ავსებს. თბილისს შეუძლია, შეგიტყუოს, მაგრამ ერთი შეხედვით პატარა ქალაქში ყველაფრის სანახავად და ატმოსფეროს შესაგრძნობად რამდენიმე დღეა საჭირო. გირჩევთ, დავით გარეჯის, გორის, ბორჯომისა და ფოთის მონახულებას. საქართველოს კურორტებს შორის ყველაზე ცნობილი არის ბორჯომი. ის მინერალური წყლითაა განთქმული, რომელსაც ქვეყნის ყველა მაღაზიაში იხილავთ. მესტიამდე მისაღწევად დაკლაკნილი ფერდობებზე გასწვრივ გამავალი გზის გავლას რამდენიმე საათი და კარგი საბურავები სჭირდება. მაგრამ, მესტიაში ვიზიტი შეუფასებელი სიამოვნებაა. სვანეთში გადაადგილებისას, თქვენ კავკასიის შუაგულში ხართ და ევროპის ყველაზე მაღალ მწვერვალებს ათვალიერებთ“,  – ნათქვამია სტატიაში.

„ხინკალი, ხაჭაპური, ასევე ლობიოსა და ნიგვზის ნაზავი – მაგრამ ეს უკვე გასტრონომიაა, რომელსაც სხვა სტატიას მივუძღვნიდი“, – აღნიშნავს ავტორი.

კომენტარები