საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს!

საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს, ეს გადაწყვეტილება გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა გამოაცხადა. გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი საქართველო იქნება. ფინალურ ეტაპს, ჯგუფებიდან გასული გუნდების შემადგენლობით გერმანია უმასპინძლებს.

მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელთა დასახელების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დაესწრნენ.

როცა გერმანიისა და ჩეხეთის შემდეგ ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა საქართველო დაასახელა, ქართული დელეგაცია დიდი ემოციებით შეხვდა. თურგაი დემირელმა სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად საქართველოს ევრობასკეტის მასპინძლობა მიულოცა:

„ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი მიღწევა. წარმატებებს გისურვებთ. მთელი ფიბა-ევროპის სახელით გილოცავთ!“

კომენტარები