“საქართველო ერთ-ერთი პირველია ევროპის რეგიონის ოთხი ქვეყნიდან, რომელიც ფაიზერის ვაქცინის ლიმიტირებულ მოცულობას მიიღებს”

„ჩვენ ველოდებით კონკრეტული თარიღის გამოცხადებას, რომელსაც თქვენც მოუთმენლად ელოდებით. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ელემენტი, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებამდე მზად უნდა იყოს. პირველი ნაბიჯია ქვეყნის მომზადება, რათა მიიღოს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეს უკავშირდება ვაქცინის მიღების პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგს და მონაცემების მენეჯმენტს.

„მეორეა, მომზადების ფაზა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამოწმებს ქვეყნების მზადყოფნას ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ეხება ვაქცინის მისაღებად მზადყოფნას, ადმინისტრირების დაწყებასა და მონიტორინგის განხორციელებას უსაფრთხოდ და ეფექტიანად. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინააციისთვის, რომელსაც თქვენ ელოდებით. ვაქცინის მიღება არის ერთი ნაწილი. მომზადება და მზაობა მეორე და ორივე კრიტიკული მნიშვნელობას ატარებს ვაქცინაციისთვის როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის დანარჩენ სამ ქვეყანაში“, – აღნიშნა სიდჰარტა სანკარ დატამ.

კომენტარები