საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩი, რომელზეც გულშემატკივრები დაიშვებიან, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების საშვიც ექნებათ

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩი, რომელზეც გულშემატკივრები დაიშვებიან, 20:00 საათზე იწყება, ბილეთების მფლობელებს ავტომატურად მიენიჭებათ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების საშვი.

-„მატჩებზე მოხდება გულშემატკივართა 30%-ის დაშვება. არსებული რეგულაციების გათვალისწინებით ,ყველა ღონისძიება იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ჩატარდეს ეს შეხვედრები. რაგბის მატჩი გაიმართება 15:00 საათზე, ფეხბურთის მატჩი დაგეგილია 20:00 საათზე, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით, ბილეთების გაყიდვისას ავტომატურად მფლობელს მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ. დეტალური ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით განთავსებული იქნება შესაბამისი ფედერაციებისა და tiket.ge-ის გვერდზე. ბილეთების გაყიდვა მოხდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები