„საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი – კორონავირუსის მესამე ტალღას თებერვლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობენ“

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ევროპაში COVID19-ის პანდემიის მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. საქართველოში ინფექციის გავრცელების მეორე ფაზა უფრო მოგვიანებით იყო, ვიდრე ევროპაში. შესაძლოა, კორონავირუსის მესამე ტალღა თებერვლის მეორე ნახევრიდან იყოს.

საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას მომზადებული შეხვდება. ამ კომპონენტში უნდა გამოვიყენოთ არსებული გამოცდილება, რაც აქვს მსოფლიოს და რაც ჩვენ დავაგროვეთ. მესამე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, ასევე ვირუსის მესამე ფაზის მართვის კომპონენტში,  COVID19-ის გავრცელება რომ მოხდეს მინიმალურად. აქცენტი ავიღოთ ამაზე, ვიყოთ უფრო ეფექტურები ინფექციის შეკავების ეპიზოდში.

როდესაც მსოფლიო საუბრობს კორონავირუსის მესამე ტალღაზე, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი“, –  განაცხდა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები