საქართველო ინგუშეთს დაკარგული დოკუმენტაციის მოძიებაში დაეხმარება
ინგუშეთში, ინგუშეთისა და საქართველოს დელეგაციებს შორის შეხვედრა შედგა.
შეხვედრის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცება და ხელოვნების, კონკრეტულად კი, სამუზეომო საქმის ერთობლივი მუშაობის გზით აღორძინება იყო.
ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს ევკუროვმა, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევთი ცენტრის დირექტორ ლევან მეტრეველთან ერთად, ინგუშეთისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კავკასიის ხალხთა კვლევთი ცენტრის დირექტორი გელა თეთრაული, ინგუშეთის ვიცე-პრემიერი მარეტ გაზდიევოი და ინგუშეთის ეროვნული არქივის დირექტორი მოგამედ კარტოევა.
შეხვედრის გახსნისას, ევკუროვმა აღნიშნა, რომ მზადაა საარქივო საქმეში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთ
თანამშრომლობის უმთავრესი მიზანი, 1944 წელს ინგუშთა დეპორტაციის დროს დაკარგულ დოკუმენტთა მოძიებაა.
ლევან მეტრეველმა, თავის მხრივ, ევკუროვს სამუშაოების განახლების დაწყების პირობა მისცა.