საქართველო იქნება, იმ ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს?

-„საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებებს რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებს.მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ცალკეულ მწარმოებლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის თაობაზე; გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები თავად AstraZeneca-სთან.  ძირითად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „ვაქცინების გლობალურ ალიანსთან“, რომელიც ამ მიმართულების ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა. დარწმუნებული ვარ, საქართველო ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს.

ვაქცინების გლობალური ალიანსის მთავარი მიდგომა გახლავთ, აქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, განვითარებადისთვის თუ განვითარებულისთვის. ამ ალიანსის საშუალებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ოთხი ახალი ვაქცინა დავნერგეთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ,  საქართველო იქნება იმ ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს, როდესაც ვაქცინა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოებისგან მიიღებს დასტურს, რომ არის უსაფრთხო და ეფექტიანი“, –  განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, 17 პაციენტი გარდაიცვალა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები