„საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მიიწვიონ – აშშ და ნატო უფრო მეტად“ – გენერალი ბენ ჰოჯესი

​ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა  ბენ ჰოჯესი ბენ ჰოჯესმა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა:

-„საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მიიწვიონ“.

გენერალმა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

-„აშშ და ნატო უფრო მეტად ფოკუსირებულები უნდა იყვნენ ამ რეგიონზე. ნაბიჯები, რომლებიც, აშშ-მა საქართველოს მხარდასაჭერად უნდა გააკეთოს.

პირველი, – ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა.  არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

კიდევ ერთი ნაბიჯი – უფრო მეტი და მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება, მესამე ნაბიჯი – საქართველოში სამხედრო ინფრასრუქტურაში ინვესტიციების ჩადება“, – “, – განაცხადა ჰოჯესმას.

კომენტარები